ჰოლანდიის ტახტის მემკვიდრე ყოველწლიურ შემოსავალზე უარს ამბობს

ბრიტანული გამოცემა Guardian-ი წერს, რომ ჰოლანდიის პრინცესა და ტახტის მემკვიდრე ამალია 18 წლის შესრულებისთანავე უარს ამბობს უშრომელ შემოსავალზე.

როგორც გამოცემა წერს, ამ მოთხოვნით პრინცესამ უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრს და უარი თქვა წლიურად 1,6 მილიონ ევროზე.

„2021 წლის 7 დეკემბერს მე 18 წლის ვიქნები და კანონის თანახმად, სტიპენდიას მივიღებ. უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა სანაცვლოდ არაფრის შემოთავაზება არ შემიძლია, მაშინ, როცა სხვა სტუდენტებს გაცილებით მეტ სირთულესთან უწევთ გამკლავება, მით უმეტეს, კორონავირუსის პანდემიის რთულ დროში. არაკომფორტულად მიმაჩნია, ვიდრე საპასუხოდ არაფერს გავაკეთებ", - წერს ამალია ჰოლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის NOS-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

ამალიამ განაცხადა, რომ აპირებს ერთი წლით დასვენებას და შემდეგ დაიწყებს ბაკალავრის ხარისხისთვის სწავლა.

.