კახა კუჭავამ და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანმა მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანს ზვიად ჭუმბურიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრსსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე გლობალური პანდემიის შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო რეფორმებზე, რომლებიც ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროების მხარდასაჭერად უნდა განხორციელდეს. ამ მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დევიდ ლის საკუთარი ხედვები და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გეგმები გააცნო.

"ხაზი გაესვა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაციის მნიშვნელობას. ახლო მომავალში დაიგეგმა ასოციაციის წევრებთან შეხვედრა.

ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა პარლამენტის თავმჯდომარეს წიგნი, სახელწოდებით “დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები 1991-2021” გადასცა, რომლის გამოცემაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნა", - ნათქვამია ინფორმაციაში.