ირაკლი ღარიბაშვილი NATO 2030-ის ფორუმზე: საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმში მიიღო მონაწილეობა - ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე.

“მონაწილეობა მივიღე ბრიუსელის ფორუმში. საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე. NATO-ს ოჯახში შესასვლელად მომზადების ფარგლებში ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშროლობა ალიანსთან და მის პარტნიორებთან”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წამყვანი სპიკერის სტატუსით, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა NATO-თან, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით