ვლადიმერ პუტინი: ტერმინი „მკვლელი" ჰოლივუდში გავრცელებული „მაჩოს ქცევის“ ნაწილი იყო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ტერმინი „მკვლელი" ჰოლივუდში გავრცელებული „მაჩო ქცევის“ ნაწილი იყო.

„ჩემი ვადის განმავლობაში შევეჩვიე შეტევას ყველა კუთხიდან და ადგილიდან, ყველა სახის საბაბით და მიზეზით, სხვადასხვა კალიბრით და სისასტიკით, ეს არც მიკვირს”, - თქვა პუტინმა NBC-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ასეთი დისკურსი აშშ-ს პოლიტიკური კულტურის ნაწილია, სადაც ის ნორმალურად ითვლება.

ცნობისთვის, ტელეკომპანია ABC-თვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე - ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია, მან დადებითი პასუხი გასცა.