ტელეკომპანია ABC-თვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე - ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია, მან დადებითი პასუხი გასცა.
,,დიახ, ვფიქრობ", - განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო, ვლადიმერ პუტინს ფასის გადახდა მოუწევს.
,,ის ფასს გადაიხდის.
მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საერთაშორისო ლიდერებთან ურთიერთობაში მეხმარება, ჩემი გამოცდილებაა... მე უბრალოდ ვიცნობ მას", - თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.