„ყოველთვის, როდესაც განვიხილავთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალს, მომავალ სტრატეგიებს, ეს არის გაფართოება. ჩემი ღრმა რწმენით, NATO უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება, ეს არ არის კარგი და ხელს არ უწყობს მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას, - ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ NATO-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„გაფართოება ნიშნავს ყველა იმ დემოკრატიული ქვეყნის მოწვევას, რომელიც ახლოსაა ჩვენს რეგიონთან და რომელთაც გაწევრიანება სურთ. გაფართოება ასევე ნიშნავს, მოიწვიო სხვა პარტნიორები, ყველა თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ჩვენ ძირითად ფასეულობებს. რა თქმა უნდა, თუ გვსურს, შევინარჩუნოთ ჩვენი მიზნები, მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა საერთო ძალისხმევას, რათა NATO-ს ქვეყნებს ჰქონდეთ ტექნოლოგიური უპირატესობა, განსაკუთრებით სამხედრო ტექნოლოგიებში“, - განაცხადა იანეზ იანშამ.
NATO-ს სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში იმართება.