კახა კუჭავამ და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მშეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ეუთოს, როგორც მოლაპარაკებების ერთ-ერთი თანათავმჯდომარის როლზე ისაუბრეს.

"საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის ქმედებებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე. კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ ზაზა გახელაძე უმოკლეს დროში გათავისუფლდეს.

მხარეებმა რეგიონში არსებული მდგომარეობა განიხილეს და იმ მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში ასრულებს.

შეხვედრაზე, ასევე, მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების საქმიანობის მნიშვნელობა", - ნათვქამია ინფორმაციაში.