ჯო ბაიდენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯო ბაიდენმა განაცხადა, მას "ძალიან კარგი შეხვედრა" ჰქონდა თურქ კოლეგასთან.

NATO-ს შტაბ-ბინაში პირისპირ შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა. ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ეს პირველი შეხვედრა იყო.

ერდოღანის თქმით, ბაიდენთან გაიმართა "ნაყოფიერი და გულწრფელი" მოლაპარაკებები.

ბაიდენთან შეხვედრის დაწყებამდე თურქეთის პრეზიდენტი სამიტის განმავლობაში ასევე შეხვდა მსოფლიოს სხვა ლიდერებს, მათ შორის გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს