COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 092 ადამიანს დაუდასტურდა, 775 გამოჯანმრთელდა, ხოლო 23 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 355 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 341 103, გარდაიცვალა 5 083 პაციენტი.

დადებითობის მაჩვენებელი: 14 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.67 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.60%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.33%.

ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან 586 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 56, იმერეთი - 131, ქვემო ქართლი - 81, შიდა ქართლი - 58, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 9 156, საიდანაც 3 059 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 733, აჭარაში - 260, იმერეთში - 384.

მძიმე პაციენტი: 677, მათ შორის, თბილისში - 308, აჭარაში - 68, იმერეთში -133.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 191, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 10, იმერეთში - 12.

595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 - თბილისში, 225- აჭარაში. 5 502 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 14 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 854 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 528 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 711, პირი, აჭარაში - 1 418, იმერეთში - 929.