საქსტატი: საარსებო მინიმუმი გაიზარდა

წინა წელთან შედარებით, 2020 წლის მაისში, "შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის" საარსებო მინიმუმი 16 ლარით გაიზარდა და არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა 205,6 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მაისის თვეში "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით, 14,2 ლარით გაიზარდა და 182,1 ლარი შეადგინა.

აპრილის თვესთან შედარებით, "შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის" საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით, ხოლო "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი 2.5 ლარით გაიზარდა.

ცნობისთვის, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.