როდის მიიღებს საქართველო Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებით დოზებს

ივლისის თვიდან ჩვენ ვაქცინების საკმარისი რაოდენობა გვექნება იმისთვის, რომ გაფართოებული კამპანია დავიწყოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ივნისის ბოლომდე Astrazeneca-ს დარჩენილი 43 000 დოზა, ქვეყანაში ჩამოვა.

"Astrazeneca-ს მეორე დოზაზე რეგისტრაცია ვისაც უწევს, 22 ივნისის შემდეგ დაემატება ადგილები და ყველას ვისაც, პირველი დოზა აქვს გაკეთებული, აუცილებლად ექნება მეორე დოზის მიღების შესაძლებლობა", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.