დღეს არსებული მონაცემებით, ორი დოზით ვაქცინირებულია 70 000-მდე ადამიანი. გიდასტურებთ, რომ ორი დოზით აცრილებში ინფიცირების შემთხვევები 0,2%-ია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ერთი დოზით აცრილებში ინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით 0,8%-ია.
"უმრავლესი შემთხვევები მსუბუქია, რომელიც ბინაზე მკურნალობით და დაკვირვებით მოიხსნა. არის ზუსტი სტატისტიკაც თუ რამდენი ინფიცირებული მოხვდა საავადმყოფოში", - განაცხადა გამყრელიძემ.