დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულის პერიდოში ყველა სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტები უნდა აიცრას, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში დაიწყოს. ამის შესახებ მან მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ზაფხულში, აცრების მაქსიმალური რაოდენობა უნდა ჩავატაროთ, რათა უსაფრთხოდ შევხვდეთ სწავლის დაწყებას. ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში მივა, ორჯერადად უნდა იყოს აცრილი. ასევე, სკოლის ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რათა სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის. ამასთან, საჯარო დაწესებულებები, ტელევიზიები - შვებულების შემდეგ. გიდასტურებთ, რომ ივლისსა და აგვისტოში გვექნება ვაქცინების საკმარისი რაოდენობა, ასარჩევადაც კი შეიძლება გვქონდეს საქმე. ასე რომ, აიცერით ყველა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.