დღეს ერგნეთში რიგით მე-100 შეხვედრას ეუთოს გენერალური მდივანი ესწრება

დღეს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას დაესწრება ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე, მთავარი განსახილველი საკითხები იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი და 99-ე შეხვედრიდან დღემდე, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე დაფიქსირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.

უსაფრთხოების გარდა, საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებსაც შეეხება.