დღეს ბრიუსელში  აშშ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს მონაწილეობას მიიღებს აშშ-ევროკავშირის სამიტში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლი აცხადებს, შეხვედრა ხაზს უსვამს აშშ-ის ერთგულებას ტრანსატლანტიკური კავშირებისადმი.

ვაშინგტონის თანახმად, ლიდერები განიხილავენ "საერთო დღის წესრიგს", რათა უზრუნველყონ: გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოება, გლობალური ეკონომიკური აღდგენა, კლიმატის კრიზისის მოგვარება, ციფრული და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავება, დემოკრატიის გაძლიერება და ორმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხები.

ჯო ბაიდენი ასევე შეხვდება ბელგიის მეფე ფილიპეს და ბელგიის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე დე კროუს.