ისრაელში დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, ჩეზი ლევიმ ორშაბათს, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებების შეტანას ხელი მოაწერა, რის თანახმადაც 15 ივნისიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა.

როგორც ცნობილია, მოცემული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების დაბალი ინტენსივობის გამო მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანების ხელმოწერისთანავე, ქვეყნის მასშტაბით მდებარე ბიზნესებსა და დაწესებულებებს შეეძლებათ განაახლონ ფუნქციონირება, როგორც ეს პანდემიის დაწყებამდე ხდებოდა. ნიღბების ტარება აღარ იქნება საჭირო სავაჭრო ცენტრებში, სამუშაო ადგილებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში.

ამასთან, ამ წესს აქვს სამი გამონაკლისი.

დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ნარჩუნდება:

არავაქცინირებული სტუმრებისთვის, თანამშრომლებისთვის, აგრეთვე ჯანდაცვის დაწესებულებების იმ მომსახურებისთვის, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან აქვთ შეხება.

პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდება ადამიანებისთვის, რომლებიც საკარანტინო სივრცეში შედიან და აგრეთვე თვითმფრინავის მგზავრებისთვის.