იაპონიის ელჩი: ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ

"ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ", - ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენთვის მთავარია მოვახდინოთ დამაკავშირებელი არხების გაძლიერება აზიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის. ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ქუთაისისა და დარიალის პროექტები რომელიც იაპონიისა და საქართველოს თანამშრომლობით განხორციელდა. ამგვარი ინვესტიციები მომავალშიც განხორციელდება. ჩვენ გვაქვს დადებული ხელშეკრულება საგანგებო საგადასახადო რეჟიმის შესახებ, რათა მაღალი ინვესტიციების განხორციელებისას თავიდან იქნას აცილებული ორმაგი დაბეგვრა“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას უსმენენ.

იაპონიის ელჩი: იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობს