ევროკავშირმა კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინის 300 მილიონი დოზა უკვე გამოიყენა

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირში ვაქცინის 300 მილიონი დოზა გამოიყენეს.

როგორც ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი Twitter-ზე წერს, შემდეგ თვეში საკმარისი დოზები ექნებათ ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% -ის ვაქცინაციისთვის

„ევროკავშირში ვაქცინის 300 მილიონი დოზა გამოვიყენეთ. უფრო ვუახლოვდებით ჩვენს მიზანს: შემდეგ თვეში საკმარისი დოზები მივიღოთ ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% -ის ვაქცინაციისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.