აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოს შარლ მიშელი Facebook-ზე აქვეყნებს.
„ევროკავშირი და აშშ ხანგრძლივ ისტორიას იზიარებენ. ჩვენ გასული საუკუნის დიდი ნაწილი ჩამოვაყალიბეთ. ახლა დროა, ჩამოვაყალიბოთ ეს საუკუნე ჩვენს საერთო დემოკრატიულ ფასეულობებზე დაყრდნობით. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველი უცხოური ვიზიტი ევროპაში განხორციელდა. ეს ჩვენი ტრანსატლანტიკური კავშირის ძლიერი სიმბოლოა“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.