ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ევროკავშირი და აშშ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმსაზღვრელი პაქტის მიღებაზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების თქმით, ევროკავშირი და აშშ ერთობლივად იმუშავებენ, რათა 2022 წლის ბოლომდე მსოფლიო მოსახლეობის 2/3 Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას.
როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, აშშ და ევროკავშირი შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ვაქცინების წარმოებისა და დისტრიბუციის საკითხებზე იმუშავებს.
ვაშინგტონი და ბრიუსელი ასევე შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად და საერთო ღირებულებების წინ წასაწევად.