ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდ კოლსი აცხადებს, რომ ადასტურებს ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
„საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას. ჩემი მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობ ამ პროცესის სრულ მხარდაჭერას!“,-აღნიშნულია ლატვიის სეიმის წარმომადგენლის განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.