საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “Twitter”-ში ეხმაურება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაური ეუთოს გენერალურ მდივანს მადლობას უხდის საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის.
“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. განვიხილეთ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა. მადლობას ვუხდი ეუთოს საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში.
ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა