ამერიკელი სენატორ ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო. ამის შესახებ შაჰინი USA TODAY-ში გამოქვეყნეულ საავტორო სტატიაში აღნიშნავს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ გამოქვეყნდა.
წერილში სენატორი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იყოფებოდა აღწერს საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას და რუსეთის მოქმედებებს.
„აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის პირველი თამაში, რომელიც მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, საქართველოდან დაიწყო, რომელსაც მე ვსტუმრობდი.
მე ვნახე „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი“ რომელიც აცალკევებს რუსეთისა და მის მიერ მართული ადგილობრივ ძალების მიერ ოკუპირებულ საქართველოს 20%-ს. აქ რუსული ძალები ცდილობენ, დააშინონ ქართველები, რასაც ხაზის აღმნიშვნელი ღობის დროდადრო გადაწევითა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ზოლის გადაკვეთისას დაბრკოლებების შექმნით აკეთებენ, რითაც აფერხებენ მოქალაქეების წვდომას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე. რუსები ასევე ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და ჩართულნი არიან დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ამერიკელებისთვის ჩვენი არჩევნებიდან გამომდინარე ნაცნობია“, – წერს ამერკელი სენატორი.