Le Figaro-ს ცნობით, დღეიდან, საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-18 წლის მოზარდების აცრა დაიწყო.
ვაქცინაცია მხოლოდ ორივე მშობლისა და მოზარდის თანხმობის შემთხვევაში ტარდება და აცრის დროს ერთ-ერთი მშობელი მოზარდს თან უნდა ახლდეს.
პოტენციურად ვაქცინის მიღება 3,5 მილიონ მოზარდს შეუძლია. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით აცრის პირველი დოზა 27-მა მილიონმა ადამიანმა (ზრდასრული მოსახლეობის 50%) მიიღო, 12 მილიონი კი ვაქცინის ორივე დოზით აიცრა.