უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტი მკურნალობის კურსს კიევში მდებარე „კლინიკა ფეოფანიაში“ გადის.
ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყების დროიდან უკრაინაში კოვიდ-ინფიცირების 500 865 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილია 9 145 პაციენტი. ქვეყანაში შეზღუდვები მოქმედებს.
ოქტომბერში უკრაინაში ჰოსპიტალიზებული კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ წინა თვლის მაჩვენებელს 80%-ით გადააჭარბა. ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკებს გეგმიური ჰოსპიტალიზება შეწყვეტილი აქვთ და მხოლოდ იმ კოვიდ-ინფიცირებულებს ემსახურებიან, რომლებსაც დაავადების მძიმე მიმდინარეობა უვლინდებათ.