ჯო ბაიდენმა NATO-ში, ისრაელსა და მექსიკაში ელჩების კანდიდატურები დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა NATO-ში, ისრაელსა და მექსიკაში ელჩების კანდიდატურები დაასახელა.

ბაიდენმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აშშ-ის ელჩის პოსტზე ჯულიან სმითის კანდიდატურა წარადგინა.

ჯულიან სმითი წარსულში ჯო ბაიდენის აპარატში მუშაობდა, როდესაც მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.

ჯულიან სმითის კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ლიდერმა ელჩების კანდიდატურები დაასახელა ისრაელსა და მექსიკაშიც.

ჯო ბაიდენმა ისრაელში ელჩის თანამდებობაზე თომას ნაიდსის კანდიდატურა დაასახელა, ხოლო მექსიკაში კენ სალაზარის.

ნაიდსი არის Morgan Stanley– ის, სიდიდით მეოთხე აშშ – ს საინვესტიციო საბანკო ფირმის ვიცე – თავმჯდომარე და იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე 2011 – დან 2013 წლამდე ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს.

რაც შეეხება კენ სალაზარს, ის იყო კოლორადოს ყოფილი სენატორი.