დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ინდურ შტამს ძალიან სწრაფი გავრცელება ახასიათებს და მისი სიმპტომებიც ცოტათი განსხვავდება ვირუსის სხვა ვარიანტებისგან.
როგორც იმნაძემ გადაცემა ,,იმედის დილაში" განმარტა, ინდურს შტამს უფრო მეტი სურდო შეიძლება ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს.
„ეს თავის მხრივ სახიფათოა, შეიძლება ადამიანმა ყურადღება არ მიაქციოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რადგან შეიძლება ვირუსი გაციების სიმპტომებით მიდიოდეს, თვითონ ახალგაზრდებისთვის საბედნიეროდ ჯერ კიდევ არ არის მძიმე მიმდინარეობის, მაგრამ ეს შეიძლება მათი უფროსი ასაკის ოჯახის წევრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.