საფრანგეთმა კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთს გადაუსწრო. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 865 538 შემთხვევაა გამოვლენილი, რუსეთში კი – 1 858 568.
მსოფლიოში ამ დროისთვის კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ–შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოტხეს – საფრანგეთი, მეხუთეს – რუსეთი.
შეგახსენებთ, რომ ეპიდვითარების გაუარესების გამო 30 ოქტომბრიდან საფრანგეთი ხელმეორედ ჩაიკეტა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 52 484 945 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 290 563 ადამიანი იმსხვერპლა. 36 707 467 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 69 681 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 52 169 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 599 გარდაიცვალა.