რონალდუს პრესკონფერენციის შემდეგ კოკა-კოლას საბაზრო ღირებულება 4 მილიარდით შემცირდა

Guardian-ის ინფორმაციით, რონალდუს პრესკონფერენციის შემდეგ კოკა-კოლას საბაზრო ღირებულება 4 მილიარდით შემცირდა.

გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ უნგრეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე პრეს-კონფერენციაზე „კოკა-კოლას“ ბოთლები გვერდზე გადადო და ყველას წყლის დალევისკენ მოუწოდა, კომპანიის აქციების საერთო ღირებულება 4 მილიარდი დოლარით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორია. „Coca-cola-მ“ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „ყველას აქვს თავისი გემოვნება სასმელებში“ სხვადასხვა „გემოების და საჭიროებების მხრივ“.