აშშ-ის საელჩო: რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ამერიკული დელეგაცია კავკასიის მოლაპარაკებების უფროსი მრჩევლის, ენდრიუ შოფერის ხელმძღვანელობით, ენგურის ხიდს ეწვია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

საელჩოს განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.

"საქართველოში მშვიდობის ხელშესაწყობად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ამერიკული დელეგაცია კავკასიის მოლაპარაკებების უფროსი მრჩევლის, ენდრიუ შოფერის ხელმძღვანელობით, ენგურის ხიდს ეწვია.

ჯგუფი ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს ზუგდიდში, რათა განეხილათ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული საჭიროებები.

ოჯახებისა და აუცილებელი სერვისებისგან მოწყვეტილი ადგილობრივი მოსახლეობის ტკივილის შესამსუბუქებლად რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და შეფერხების გარეშე დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

შეერთებული შტატები კვლავ ურყევად ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - ნათქვამია აშშ-ის საელჩის განცხადებაში.