ტაჯ-მაჰალი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა

ინდოეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გადაწყვიტა და დღეიდან, ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ტაჯ-მაჰალი დამთვალიერებლებისთვის ისევ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

პანდემიის გამო ქვეყანაში მიღებული მკაცრი შეზღუდვების გამო, ტაჯ-მაჰალი აპრილში დაიხურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაძარში ერთდროულად მხოლოდ 650 ადამიანი დაიშვება და პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება. ამასთანავე, შესასვლელთან ყველა ტურისტს თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს.