საფრანგეთში "კომენდანტის საათი" უქმდება და ღია სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის განცხადებით, 21 ივნისიდან ქვეყანაში ე.წ "კომენდანტის საათი" უქმდება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გარდა "კომენდანტის საათისა", პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 ივნისიდან, ღია სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ხალხმრავალი შეკრებები, ბაზრობები და დახურული სივრცეები.