ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, ხვალ მეუფე იაკობი სახალხო დამცველს შეხვდება

ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, ხვალ ბოდბელი მთავარეპისკოპო მეუფე იაკობი და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარია ერთმანეთს შეხვდებიან. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

„საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

შეხვედრის დროს საპატრიარქო არ აზუსტებს თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.