ამერიკიდან საქართველოში 10 000 კოლოფი "რემდესივირი" გამოიგზავნა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ორიგინალი წარმოების 10 000 კოლოფი "რემდესივირი" ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კომპანია "გილიედმა" გამონაკლისის სახით მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ამერიკული წარმოების მედიკამენტი მოეწოდებინა.

"კომპანია "გილიედმა" გამონაკლისის სახით 10 000 კოლოფი "რემდესივირის" თანაც არა ინდური წარმოების, არამედ ამერიკული წარმოების, ორიგინალის მოწოდების გადაწყვეტილება მიიღო. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. ჩვენ გვქონდა 4000 კოლოფი "რემდესივირი" ადრე შემოტანილი, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით გამოვიყენეთ", - განაცხადა ცერცვაძემ.