ესპანეთში იმ ქვეყნებიდან ჩასულ ყველა მგზავრს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების კუთხით მაღალი რისკის ქვეყნებად ითვლებიან, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტესტი ესპანეთში ჩასვლამდე, 72 საათის განმავლობაში უნდა იყოს აღებული.
აღნიშნული შეზღუდვა ძალაში 23 ნოემბრიდან შევა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 1 463 093 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 40 105 ადამიანი დაიღუპა.