მან (პუტინმა) იცის, რომ აშშ-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმის განხორციელების ან არჩევნებში ჩარევის შემთხვევაში შედეგები იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მოდით სწორად გავიგოთ: როგორ იქნება, მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი რომ შეერთებულ შტატებს განიხილავდეს ქვეყნად, რომელიც სხვა ქვეყნების არჩევნებში უშუალოდ ერევა? რა მოხდებოდა, ჩვენ რომ მის მსგავს საქმიანობაში ვიყოთ ჩართული? ეს ამცირებს იმ ქვეყნის მდგომარეობას, რომელიც ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ინარჩუნებს მსოფლიოს წამყვანი ძალის სტატუსს", - აღნიშნა ბაიდენმა.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მან ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ "კრიტიკული ინფრასტრუქტურის" გარკვეულ უბნებს კიბერშეტევები არ უნდა შეეხოს.
ბაიდენის თქმით, მან 16 ერთეული კონკრეტული ობიექტი გამოყო, რომლებიც განისაზღვრება, როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის, წყლის ჩათვლით და ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს, რომ ეს კიბერომის საზღვრებს გარეთაა.
ბაიდენის თქმით, აშშ-ს აქვს მნიშვნელვანი კიბერშესაძლებლობები და შემდგომ კიბერშეტევებს უპასუხებს.