აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა შეხვედრისას ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, ჟენევაში გამართულ სამიტზე, ორი საჩუქარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლხე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ერთი საჩუქარი არის კრისტალისგან დამზადებული ბიზონის ქანდაკება.

"ჩვენი ერის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ძუძუმწოვარი, ძლიერების, ერთიანობისა გამძლეობის სიმბოლო" - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მეორე საჩუქარი კი არის "Custom Aviators"-ის სათვალე.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს საჩუქრად გადასცა კრებული "მოსკოვი" ხოხლომის ნახატებით.