18 ივნისს თბილისის ნაწილს წყალი თითქმის 33 საათით შეეზღუდება

18 ივნისს, თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება თითქმის 33 საათით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 18 ივნისის 00:30 საათიდან 19 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში: თემქის მე-10 და მე-10ა კვარტლებს, მე-11 მიკრორაიონის I-II-III კვარტლებს, ხევძმარის ქუჩას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის",- ნათქვამია ინფორმაციაში.