ეკატერინე ტიკარაძე: უახლოეს მომავალში გვექნება ვაქცინების ძალიან ფართო ასორტიმენტი, რის საფუძველზეც იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება

"უახლოეს მომავალში გვექნება ვაქცინების ძალიან ფართო ასორტიმენტი, რის საფუძველზეც მასობრივი ვაქცინაციის დაწყება იგეგმება",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალსტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

"ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა. მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია გამახვილებული იყოს, ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადების კონტროლის ცენტრიდან. აუცილებელია, სოციალური დისტანცია და პირბადე, რა თქმა უნდა. ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა. აღსანიშნავია, სადაც საჭიროება მოითხოვდა, რეგიონებში ბრიგადების დამატება მოხდა და ეს გაგრძელდება. უკვე ჩვენ დამატებითი დოზების ლოჯისტიკაზე ვმუშაობთ.

უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც უკვე იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. საუბარია, როგორც Moderna-ზე, ასევე Jhonson&Jhonson-სა და Novavax-ზე. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს საკმაოდ ფართო არჩევანის საშუალება ექნებათ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.