COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 741 ადამიანს დაუდასტურდა, 945 გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 920 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 342 720, გარდაიცვალა 5 114 პაციენტი.

ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 350 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 359 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 991 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: 16 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.40%.

ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან 414 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 38, იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 40, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 9 060, საიდანაც: 2 926 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 618, აჭარაში - 234, იმერეთში - 388.

მძიმე პაციენტი: 647, მათ შორის, თბილისში - 287, აჭარაში - 58, იმერეთში -132.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 181, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 9, იმერეთში - 14.

602 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 348 - თბილისში, 221- აჭარაში. 5 532 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 42, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 16 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 858 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 150 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 122, პირი, აჭარაში - 1 469, იმერეთში - 1 097.