ჯანდაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი გაიხსნა

ჯანდაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა. თანამედროვე და განახლებული სტანდარტების ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.

მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით შეეძლებათ. ცენტრი სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.

კვირის დღეებში , ცენტრი მოქალაქეებს 09:00-დან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00-დან 14:00 საათამდე მოემსახურება.

„ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის გადამზადების პროცედურები, რომელიც ყველა თანამშრომელმა გაიარა, რაც გულისხმობს როგორც მათი საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესებას, ასევე სხვადასხვა მომსახურების უნარის შეძენას. ეს გადამზადების პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან ვთვლით, რომ კომუნიკაცია ჩვენი სამინისტროს სახეა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.