სენატორი რობ პორტმანი: ჩვენ უკრაინა და საქართველო NATO-ში უნდა შევიყვანოთ

"ჩვენ უკრაინა და საქართველო NATO-ში უნდა შევიყვანოთ", - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეუთავსოს მკაცრი რიტორიკა მკაცრ ქმედებებს.

"მართალია, მე მიხარია, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინთან უკრაინაზე ისაუბრა, მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა შევიყვანოთ უკრაინა და საქართველო NATO-ში და ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეუთავსოს მკაცრი რიტორიკა მკაცრ ქმედებებს", – წერს ამერიკელი სენატორი.