იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი შეარჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს. იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს 9 კანდიდატი წარედგინება:

1. გიორგი გოგიაშვილი; 2.გოჩა აბუსერიძე; 3.ლევან თევზაძე; 4.ქეთევან მესხიშვილი; 5.გიორგი შავლიაშვილი; 6.რევაზ ნადარაია; 7.ბიძინა სტურუა; 8.ეკა ზარნაძე; 9.ლაშა ქოჩიაშვილი.

როგორც ცნობილია, კენჭისყრაში საბჭოს 14-დან 12 წევრი მონაწილეობდა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჯამში 100-ზე მეტ მოსამართლის ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას. უფრო კონკრეტულად, საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენასთან, 88 კანდიდატის ქვედა ინსტანციაში დანიშვნასა და 8 კანდიდატის ქვედა ინსტანციაში გადაყვანასთან დაკავშირებით.