საქართველოში აშშ-ის ელჩის საცხოვრებელ სახლში საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან. ადგილზე ასევე მივიდნენ საქართველოში ევროკავშირისა და საფრანგეთის ელჩები.
როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა განმარტეს, შეხვედრა ელჩის თხოვნით ჩაინიშნა და სასაუბრო თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და გამოსავლის გზები იქნება.
შეხვედრაზე მივიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.