არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Sinopharm-ის 18 წლამდე ბავშვებში გამოცდა დაიწყო

Reuters-ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Sinopharm-ის ​ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 18-წლამდე ბავშვებში გამოყენების ტესტირება დაიწყო.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ივნისში დაიწყო. მასში 900 ბავშვი მონაწილეობს, მათ შორის აბუ დაბის მმართველი ოჯახის წევრები. კვლევაში მონაწილეთა ასაკი 3-დან 17 წლამდეა.

მმართველი ოჯახის პატარა წარმომადგენლები აცრაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების დე ფაქტო მმართველის ვაჟმა, შეიხ ტეიაბ ბინ მოჰამედმა და აბუ დაბის პრინცმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰანიმ მიიყვანეს.

როგორც საამიროების ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, ტესტირების მიზანი „ახლო მომავალში ბავშვების ვაქცინაციისთვის მომზადებაა“. აღსანიშნავია, რომ საამიროები Sinopharm-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც თავადაც აწარმოებენ.

მაისში საამიროებმა 12-15 წლის მოზარდებში გამოსაყენებლად Pfizer-BioNTech-ი დაამტკიცა. ვაქცინაციის ტემპის თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში.