ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარა და მოსკოვს პროტესტი გამოუცხადა რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
"15 ივნისს, რუსეთის ფედერაციის ორი სამხედრო თვითმფრინავი უკანონოდ შევიდა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში, ბალტიის ზღვის თავზე. ლიეტუვა მოითხოვს, რომ აიხსნას უკანასკნელი ინციდენტი და მიიღონ ყველა საჭირო ზომები რუსეთის მიერ მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ანალოგიური ქმედების გამო, რუსეთს პროტესტი გამოუცხადა ესტონეთმაც. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, СУ-35С-ის ტიპის ორმა ავიაგამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე 15 ივნისს დაარღვია.
"წელს მეოთხედ, რუსულმა თვითმფრინავებმა დაარღვიეს ესტონეთის საჰაერო სივრცე", - ნათქვამია ესტონეთის თაბდაცვის სამინისტროს განცხადებაში.