BBC-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია Ryanair-ი და Manchester Airports Group-ი სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან.
როგორც ცნობილია, Ryanair-ის და მანჩესტერის აეროპორტების ჯგუფის გაღიზიანება გამოიწვია ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ, როცა მაისის შუა რიცხვებში ხელისუფლებამ პორტუგალია მწვანე ქვეყნების სიაში შეიტანა, ხოლო რამდენიმე კვირაში მოულოდნელად ამოიღო.
ისინი ითხოვენ მეტ გამჭვირვალობას, თუ როგორ გადაწყვეტს მთავრობა, რომელი ქვეყნები მიიღებენ უსაფრთხო ადგილებს ,,მწვანე ქვეყნების" ჩამონათვალში.
ბრიტანეთის მთავრობა საავიაციო ინდუსტრიის სექტორის წამომადგენლების ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სექტორის დასახმარებლად დიდმა ბრიტანეთმა უკვე დახარჯა 7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი.
გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა პორტუგალიის მოულოდნელ გაუჩინარებას „მწვანე სიიდან“ კორონავირუსის ინფექციების ზრდით ხსნის და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის "დელტა" ვარიანტია გავრცელებული