BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთმა სამი ასტრონავტი მშენებარე კოსმოსურ სადგურზე გაგზავდა. ეს ამ ქვეყნის პირველი პილოტირებული მისიაა 2016 წლის შემდეგ.
ასტონავტები მოდულ Tianhe-ში შევიდნენ, რომელიც დასრულების შემდეგ, ჩინეთის კოსმოსური სადგურის საცხოვრებელი ნაწილი იქნება. ეკიპაჟი მოდულში სამ თვეს დაჰყოფს.
ასტრონავტები ნე ხაიშენი, ლიუ ბომინი და ტან ხუნბო დედამიწის ორბიტაზე ყოფნის დროს კოსმოსში ორჯერ გავლენ. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კოსმოსური მისია იქნება.
როგორც Reuters-ი წერს, კოსმოსური სადგურის მშენებლობას ჩინეთი 2022 წლის ბოლოს დაასრულებს და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ერთადერთი ალტერნატივა გახდება.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ძირითადად აშშ, რუსეთი, იაპონია, ევროპა და კანადა ამუშავებს. მისი მისიის დასრულების შემთხვევაში, ერთადერთი აქტიური ასეთი სადგური ჩინეთს ექნება.