ესტონეთი საქართველოს Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზას საჩუქრად გადასცემს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზას საჩუქრად გადასცემენ.

„ესტონეთი ასევე დაუჭერს მხარს ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეზობელ მოლდოვას, რომელსაც ვაქცინის 100 ათასს დოზას გადასცემს. ვაქცინის 100 ათასს დოზას ასევე მიიღებს ჩვენი პარტნიორი საქართველო“, - ნათქვამია უწყების მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.