პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში ნინო ლომჯარიას მოუსმენენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მოუსმენენ, რომელიც 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს გააცნობს დეპუტატებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

სახალხო დამცველი ფართო საზოგადოების წინაშე ანგარიშით, მომავალ კვირაში პლენარულ სხდომაზე წარდგება.